16 ივნისი 2022, 08:07
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროპული კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია დღეს გაიმართება
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ევროპის მოედანზე, ევროპული არჩევანისთვის - სალომე ზურაბიშვილი დღეს მხარდამჭერებს 19 საათზე ელოდება.
ევროპული მომავალის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტის მიწვევა ერთიანობის საფუძველი ვერ გახდა. ზურაბიშვილს აქციაში მონაწილეობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ოცნებამ უარი უთხრა - არგუმენტით, რომ მოუმზადებელი აქცია ქართველი ხალხის რეალურ ნებას ვერ გამოხატავს. პრეზიდენტის მიწვევას არ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“. ზურაბიშვილს თანხმობა დიპლომატების ნაწილისგან აქვს. პრეზიდენტის მიწვევას იღებენ „ლელო“ და „მოქალაქეები“.





