08 ივნისი 2022, 13:14
ომბუდსმენი ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვს
პოლიტიკა

ნინო ლომჯარია და ნიკა გვარამია
ფოტოები: Facebook
გაზიარება
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელია.
„დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას“, - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.




