23 მარტი 2020, 16:12
ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი
ფოტო: Twitter
გაზიარება
ნატო არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.
„ნატო არ ცნობს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც გუშინ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.




