დარეჯან ჩხიკვაძე
აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა
პოლიტიკა

ფოტო: აჭარის ტელევიზია
მეოთხე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. ის ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყო. აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. მან სამი ხმა მიიღო. არჩევნების პირველ ტურში ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ აიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ და ერთი მაია მერკვილაძემ.
ბორდის ახალმა შემადგენლობამ არჩევანი 9 კანდიდატს შორის გააკეთა.
მანამდე გიორგი კოხრეიძის საჩივრის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.




