04 ოქტომბერი 2019, 22:44
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო:პრეზიდენტის ადმინიტრაცია
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი.
„ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა,“ – აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





