ანა ბერუკაშვილი
კომპანიამ "m² უძრავი ქონება" პარლამენტს ახალი წერილით მიმართა
პოლიტიკა

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ პარლამენტს ახალი, დაზუსტებული წერილით მიმართა. m² წერილში დეტალურად განმარტავს იმ ინციატივის შინაარსს, რომელიც ხეების მოჭრას ეხება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ m² მხოლოდ დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმებას ითხოვს:
„ჩვენი ინიციატივა ეხება კონკრეტულად ერთ საკითხს - მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებით კერძო მესაკუთრეების ტერიტორიაზე არსებული დაავადებული ნარგავების მოჭრის უფლებების მიღებას კომპენსაციის გადახდის გარეშე. მიგვაჩნია, რომ დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა წარმოადგენს საშიშროებას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით. შესაბამისად, დაავადებული ნარგავებისაგან ქალაქის ტერიტორიის გათავისუფლების სტიმულირება შედის ქალაქის ინტერესებში. გთხოვთ ეს ინიციატივა განიხილოთ დაჩქარებული წესით“ - ნათქვამია წერილში.
რაც შეეხება ჯანსაღი ხეების მოჭრას, კომპანია განმარტავს, რომ წინა წერილში აღნიშნული საკითხი არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და საზოგადოებას ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევდა. m² -ში ამბობენ, რომ მსგავსი ინიციატივა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.
პირველი წერილით კომპანიამ პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა, სადაც წერდა:




