20 ივნისი 2019, 23:11
დიტო ყირიმლიშვილი
პარლამენტთან 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა
პოლიტიკა

ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
გაზიარება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა. სასწრაფომ მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ასევე შეუძლოდ გახდა პოლიციელიც, რომელსაც პირველადი დახმარება აქციის მონაწილეებმა აღმოუჩინეს.
ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში მყოფ ჟურნალიტებს სთხოვენ ტერიტორია დატოვონ. როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უცნობია რატომ ატოვებინებენ მათ პარლამენტს.





