ნინო არღვლიანი
"ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტს ითხოვს
პოლიტიკა

დავით ბაქრაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
" ევროპული საქართველოს" ლოდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმალობაში გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ერთ მხარეს არის "ქართული ოცნება", მეორე მხარეს კი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი.
"ცვლილებები მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით, რაც სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. ამ სიტუაციაში ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე, პრეზიდენტის არჩევასა და საარჩევნო სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ხალხი დააფიქსირებს აზრს."- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, თუკი პლებისციტი ჩატარდება, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, მას "ევროპული საქართველო" აღიარებს. "მოვუწოდებ კვირიკაშვილს, დანიშნოს პლებისტიცი და იყოს მთელი ქვეყნის პრემიერი და არა ერთი პარტიის," -დასძინა ბაქრაძემ. "ევროპული საქართველო" პლებისციტზე უარის შემთხვევაში პრეზიდენტთან და პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს.




