01 მაისი 2019, 15:52
ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა პროტესტი შეწყვიტეს
პოლიტიკა

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
გაზიარება
ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა რამდენიმედღიანი პროტესტი შეწყვიტეს.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ელექტრომობილებს მოძრაობა დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით შეეძლებათ. ელექტრომობილების მფლობელები შეთავაზებას დათანხმდნენ.
დღეიდან ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი ამოქმედდა.





