ლევან მახაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: სანამ ქვეყნები ლოგიკურ დასასრულამდე მივლენ, მანამდე მოშალეს საერთაშორისო სამართალი, დაანგრიეს და გააუბედურეს არაერთი ქვეყანა და საზოგადოება
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
საქართველოს პარლამენტი
მთელი ტრაგიზმი ამ განცხადების არის ის, რომ როცა ომი იწყებოდა, ყველამ იცოდა რა იქნებოდა ამ ომის დასასრული, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადების შეფასებისას, რომელმაც ბრუგეში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.
მახაშვილი დარწმუნებულია, რომ გეოპოლიტიკური წესების თანახმად, დიდი ქვეყნები ერთმანეთს გაურიგდებიან.
"სანამ ქვეყნები ლოგიკურ დასასრულამდე მივლენ, მანამდე მოშალეს საერთაშორისო სამართალი, დაანგრიეს და გააუბედურეს არაერთი ქვეყანა და საზოგადოება. მთავარი დასკვნები, რაც ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ გამოიტანა არის ის, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა მახაშვილმა.





