დავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადების შეფასებისას, რომელმაც ბრუგეში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს მაგალითზე ევრობიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს.
"საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა ევრობიუროკარტიის და ცალკეული ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ქარცეხლის საგანი გახდა. ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საომარ მოქმედებებს გამოიწვევდა. ახლა კი ცალკეული ქვეყნებიდან სულ უფრო ხმამაღლა გაისმის იმისთვის მზაობა, რომ აღდგეს ნდობა ქვეყნებს შორის და დამყარდეს მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





