სააკაშვილი: დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის კედელი ავაშენოთ
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი სამხედროებთან
"მომხრე ვარ, რომ ავაშენოთ დიდი კედელი (არა იაცენიუკისნაირი, არამედ ნამდვილი), დონბასის ოკუპირებულ ნაწილს დროებით გამოვეყოთ და უკრაინის დანარჩენ ნაწილზე ვიყოთ კონცენტრირებული. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც კორუფციას დავამარცხებთ და სწრაფად განვითარებას დავიწყებთ. მაგრამ ტერიტორიების მალე დასაბრუნებლად, პირველ რიგში, კიევში უნდა მოხდეს ცვლილებები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.





