06 ოქტომბერი 2026, 23:56
საფრანგეთში დღევანდელი საპროტესტო აქციებისას 488 ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 43 სამართალდამცველი
მსოფლიო

AFP
გაზიარება
საფრანგეთში, მოსწავლეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, სამშაბათს 488 ადამიანი დაკავეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ტელეკომპანია BFMTV იუწყება.
უწყების ცნობით, საპროტესტო გამოსვლებისას მომხდარი დაპირისპირებებისა და არეულობების შედეგად ასევე დაშავდა 43 სამართალდამცველი.
საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეთა საპროტესტო აქციები განათლების სისტემაში არსებული რესურსების ნაკლებობის გამო უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.





