11 მარტი 2019, 22:21
ალჟირის პრეზიდენტი მეხუთე ვადით კენჭს აღარ იყრის
მსოფლიო

აბდელაზიზ ბუტეფლიკა
გაზიარება
ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა მეხუთე ვადით კენჭს აღარ იყრის. ის საპრეზიდენტო მარათონს უკვე გამოეთიშა. ამის შესახებ BBC წერს.
პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო ტალღა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ჩაცხრა.
ბუტეფლიკა ალჟირს 20 წელია მართავს, ალჟირის პრეზიდენტის პოსტი მან 1999 წელს დაიკავა.
82 წლის პრეზიდენტმა ჟენევის საავადმყოფოში ორი კვირა იმკურნალა, 2013 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება ხოლმე.





