ჯარედ კუშნერი: პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს - მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდეს
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
AFP
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის ლიდერთან პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ითანამშრომლოს, თუკი ვაშინგტონისგან უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიების მიღებას ელის.
„პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს. მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდეს“, - აღნიშნა კუშნერმა მედიაკონცერნ Axel Springer-ის ხელმძღვანელის, მათიას დოპფნერის პოდკასტში სტუმრობისას.
სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა დაფიქრდეს კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე იმ შემთხვევაში, თუ შემუშავდება „უსაფრთხოების სწორი არქიტექტურა“ და შეიქმნება „სათანადო გარემოებები“.





