ქაშმირში დაბომბვას 44 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ქაშმირში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პაკისტანელების მიერ განხორციელებულ დაბომბვას 44 სამხედრო პოლიციელი ემსხვერპლა - წერს Reuters .
ინდოელი სამხედრო პოლიციელები ამ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, რასაც პაკისტანელებმა დაბომბვით უპასუხეს. რადგან გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ ჯგუფისგან საფრთხე იყო მოსალოდნელი, წერს წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ “ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ („მუჰამედის არმია“) აიღო.
ქაშმირის შტატი ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. შტატის ერთ ნაწილს ინდოეთი აკონტროლებს, მეორეს კი პაკისტანი.





