21 ოქტომბერი 2026, 19:07
იტალიაში სატვირთო მანქანების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, რის გამოც მაღაზიებისთვის პროდუქციის მიწოდება შეფერხებულია, მალფუჭებადი სურსათი კი სატვირთო მანქანებსა და საწყობებში ფუჭდება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
იტალიაში სატვირთო მანქანების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, რის გამოც მაღაზიებისთვის პროდუქციის მიწოდება შეფერხებულია, მალფუჭებადი სურსათი კი სატვირთო მანქანებსა და საწყობებში ფუჭდება. მძღოლები საწვავის ფასებსა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციის გამო ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. საწვავის მიწოდების შეფერხებამ პრობლემები შექმნა კალაბრიის რეგიონის ორ აეროპორტში.
პროტესტს ფერმერებიც შეუერთდნენ.





