უკრაინული მედია: პოლონეთმა, ახალი სკანდალის ფონზე, უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის გადაცემა შეაჩერა
მსოფლიო

დონალდ ტუსკი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის გადაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეიარაღების გადაცემის პროცესის შეჩერების მიზეზად სახელდება ის, რომ ქალაქ ლვოვის საოლქო საბჭომ 2027 წელი „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ და უკრაინელი ნაციონალისტის რომან შუხევიჩის წლად გამოაცხადა.
„მათი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ახლა აღნიშნული პაკეტის მიწოდება შეჩერებულია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დახურული არხებით იმისათვის, რათა არაფრისგან შექმნილი პრობლემა მოგვარდეს“, - ციტირებს მედია საკუთარ წყაროს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გააკრიტიკა.





