29 იანვარი 2019, 22:23
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის გამო 5 ადამიანი დააკავეს
მსოფლიო

კაშხალი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის გამო 5 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის პროკურატურის ცნობით, სამი დაკავებული მომპოვებელი კომპანიის "Vale"-ს ოფიციალური წარმომადგენელია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომპანია აცხადებს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. კიდევ ორი დაკავებული კი კაშხალზე მომუშავე ინჟინერია.
ოლო მონაცემებით, კაშხლის გარღვევის გამო დაღუპულია 65 ადამიანი. მედიის ცნობით, 279 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
კორპორაცია "Vale"-ს კაშხალი 26 იანვარს გაირღვა.





