აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Obamacare-ი გააუქმა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
აშშ-ის ტეხასის შტატის ფორტ-უორტის ფედერალურმა სასამართლომ ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმა Obamacare-ი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა სამედიცინო დაზღვევა შეუწყდეს 20 მილიონ ადამიანს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში იღებდნენ. ინფორმაციას Polittico ავრცელებს.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 20 შტატის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომლებიც რეფორმის გაუქმებას მოითხოვდნენ.
ვარაუდობენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
თეთრ სახლს და ჯანდაცვის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ეს რეფორმა აშშ-ში 2010 წელს დაიწყო და ყველა ამერიკელს ავალდებულებდა შეეძინა სამედიცინო დაზღვევა, სამაგიეროდ კი ხელმოკლე ადამიანებისთვის სუბსიდიას გამოყოფდა.
რეფორმას სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენცია არ გაუზრდია, როგორც ამას მოელოდნენ. პირიქით, მომსახურებაზე ფასები გაზარდა კიდეც, ვინაიდან კომპანიებს აღარ შეეძლოთ უარი ეთქვათ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
რესპუბლიკელებმა ამ მოწვევის კონგრესში რეფორმის ფარგლებში ჯარიმების გაუქმებას მიაღწიეს, თუმცა სენატმა მათგან შეთავაზებული არცერთი ალტერნატივა არ მიიღო.





