25 ნოემბერი 2026, 08:40
სლოვაკეთის პარლამენტმა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვას დაუჭრა მხარი
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემას უზღუდავს. ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს ხმის მიცემა მხოლოდ საელჩოებში შეეძლებათ, მხარი 79-მა დეპუტატმა 71-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს, თქმით, კანონის შეცვლა მიზნად თაღლითობისა და მანიპულაციების თავიდან აცილებას ისახავს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ცვლილება პროევროპულ ამომრჩევლებზეა გათვლილი და ათიათასობით სლოვაკს ხმის მიცემის გარეშე დატოვებს. კანონპროექტის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.





