14 დეკემბერი 2018, 11:47
ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
მსოფლიო
გაზიარება
ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, როცა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის გარშემო პოლიციის ალყის გარღვევა სცადეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მასობრივი გამოსვლები და არეულობა უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კვირაში დაიწყო. მოსახლეობა დასაქმების კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები დასაქმებულებს კორპორაციების „მონობაში“ აბრუნებს.
საპროტესტო აქციას მხარი დაუჭირეს მემარცხენე პარტიებმა და პროფკავშირებმაც.





