ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებას და მკვეთრად შეამცირებს ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს
მსოფლიო

ალის ვაიდელი
GettyImages
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებას, მკვეთრად შეამცირებს ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს და ათობით მილიარდი ევროთი შეკვეცს თავდაცვის ხარჯებს.
როგორც ალის ვაიდელმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ფინანსური რესურსების საზღვარგარეთ გადანაწილება, მათ შორის უკრაინის დაფინანსება და ბრაზილიის ტროპიკული ტყეების ფონდში მილიარდობით ევროს გადარიცხვა.
„როგორც ჩანს, ფული მოიძებნება ყველასთვის და ყველგან - ყველა ქვეყნისა და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მაგრამ არა საკუთარი ხალხისთვის. არა პენსიონერებისთვის, არა გადასახადის გადამხდელებისთვის და არა მათთვის, ვინც სოციალური დაზღვევის შენატანებს იხდის. ფული მხოლოდ უცხო ქვეყნებისთვის და, შესაძლოა, ჩინური ელექტრომობილების სუბსიდირებისთვისაც კი არის“, - განაცხადა AfD-ს ლიდერმა.
ვაიდელის თქმით, მისი პარტიის პრიორიტეტი საბიუჯეტო სახსრების ქვეყნის შიგნით, გერმანიის მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართვა იქნება, რაც, მისივე განმარტებით, არსებული საგარეო და თავდაცვითი ხარჯების რადიკალური შემცირების ხარჯზე მოხდება.





