რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმებას განიხილავს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმების საქმე განსახილველად მიიღო. ღია სხდომაზე განხილვა 27 ნოემბერს ჩატარდება.
8 ნოემბერს, ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანა და სთხოვა სასამართლოს დაედგინა, შეესაბამება თუ არა რუსეთის კონსტიტუციას ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შეთანხმება.
16 ოქტომბერს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს, რასაც ინგუშეთში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
30 ოქტომბერს, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რესპუბლიკის კანონი, რომელმაც ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.





