24 მარტი 2017, 04:52
ანდრეი ჯუფალაკიანი
ხმელთაშუა ზღვაში სავარადუდოდ 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
მსოფლიო

გაზიარება
ლიბიის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, - წერს BBC ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
Proactiva Open Arms-ის წარმომადგენლებმა ორ გადაბრუნებულ ნავთან 5 ცხედარი აღმოაჩინეს. თითო ასეთ ნავს კი 100 ადამიანზე მეტის გადაყვანა შეუძლია.
მიგრანტთა ნავები ხშირად გადატვირთულია. ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. მარშრუტი, ძირითადად, იტალიაზე გადის.





