ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ
მსოფლიო

ფოტო: Facebook
ტაივანის დედაქალაქში, ტაიბეის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა მსვლელობას, რომლის მოთხოვნაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მსვლელობის ორგანიზატორთა თქმით, ქუჩაში 137 ათასამდე ადამიანია გამოსული.
2015 წელს ტაივანში ამოქმედდა კანონი, რომელიც კომპანიებში ლგბტ-თემის დისკრიმინაციას კრძალავს. დარღვევისთვის პირს მოუწევს ჯარიმის გადახდა და შესაძლოა ციხეშიც ჩაჯდეს. 2017 წლის მაისში კი, ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ, თუმცა პარლამენტს შესაბამისი კანონი ჯერ არ მიუღია და ამისთვის საკანონმდებლო ორგანოს 2-წლიანი ვადა მიეცა.
თუ კანონი ამოქმედდება, ტაივანი გახდება პირველი აზიური ქვეყანა, სადაც გეი ქორწინებას დაუშვებენ.





