26 ოქტომბერი 2018, 19:46
ბრიუსელის აეროპორტში 200-მდე რეისი გაუქმდა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
ბრიუსელის აეროპორტში 184 ავიარეისი გაუქმდა. მიზეზი მტვირთავების გაფიცვაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქცია გუშინ საღამოს დაიწყო და დღეს ავიარეისების გაუქმებით გაგრძელდა. გაფიცვის დასრულება ადგილობრივი დროით 06:00 საათზეა დაგეგმილი.
პროტესტი 29 ავიაკომპანიას შეეხო, რომელიც ბარგის გადაზიდვის ოპერატორ კომპანია Aviapartner-თან თანამშრომლობს.
ბრიუსელის აეროპორტი დღეში საშუალოდ 800 ავიარეისს ემსახურება.





