15 ოქტომბერი 2018, 16:46
კელნში რკინიგზის სადგურის მახლობლად მძევლები აიყვანეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ქალაქ კელნის პოლიციის ცნობით, რკინიგზის სადგურის მახლობლად მძევლები აიყვანეს. მძევლები აფთიაქში ჰყავთ ჩაკეტილები, ხოლო შემთხვევის ადგილზე დაკვამლიანებაა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გერმანიის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადგილებისგან თავი შეიკავონ. ამ მომენტისთვის მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია.





