რონალდუ გაუპატიურების ბრალდების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს
მსოფლიო

კრიშტიანუ რონალდუ
ფოტო: shutterstock.com
„იუვენტუსის“ თავდამსხმელი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ერთა ლიგის მატჩში პოლონეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ, რომელიც 11-14 ოქტომბერსაა ჩანიშნული, არ ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც აშშ-ში ფეხბურთელის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით საქმის გამოძიება განაახლეს.
პორტუგალიური გამოცემა O Jodo ასევე წერს, რომ რონალდუ გამოტოვებს მატჩებს იტალიასთანაც, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად რონალდუმ კეტრინ მაიორგი ლას-ვეგასში გააუპატიურა, მოგვიანებით კი დუმილის სანაცვლოდ, მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა.
2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგის, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.
რონალდუმ გოგოს განცხადებებს ტყუილი უწოდა: „მას ჩემი სახელის გამოყენებით სურს, რომ ცნობილი გახდეს. ასეთი სიტუაციები ჩემი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს ფეხბურთელი.
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა.





