01 ოქტომბერი 2018, 17:51
მელანია ტრამპმა პირველი დამოუკიდებელი ტურნე აფრიკის ქვეყნებით დაიწყო
მსოფლიო

მელანია ტრამპი
ფოტო: facebook
გაზიარება
აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი აფრიკაში გაემგზავრა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელსაც მარტო მართავს. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
ის კონტინენტზე 5 დღით გაჩერდება და ოთხ ქვეყანას მოინახულებს: განას, მალავის, კენიასა და ეგვიპტეს.
პირველი ლედი აფრიკის ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს გაეცნობა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრებს. ასევე, ის სკოლებსა და თავშესაფრებსაც მოინახულებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი აფრიკაში ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.





