თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი იწყება. ირანის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები. სამიტის დაწყებამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჰასან როუჰანი შეხვედრას მართავენ.
იმ ფონზე, როდესაც იდლიბში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებების საფრთხეა, არსებობს სერიოზული შიში იმისა, რომ მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა. პროვინცია სირიელი აჯანყებულების ბოლო მძლავრი ციტადელია. სამიტი სავარაუდოდ იდლიბის ბედს გადაწყვეტს.
სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტი ცალკე შეხვედრას რუს კოლეგასთანაც გამართავს. ასევე, იგეგმება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაც.
სამი ქვეყნის პრეზიდენტი ბოლოს აპრილში ანკარაში შეხვდა, სადაც მათ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
ჯერ უცნობია რა თემები განიხილება სამმხრივ შეხვედრაზე თეირანში. უცხორი მედიის ცნობით, მთავარი თემა სირიის ქალაქი იდლიბი იქნება.





