ტრამპი მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინი
ფოტო: არქივი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი მაკკეინის ოჯახის ორ წევრზე დაყრდნობით წერს.
თავად სენატორი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად აკრიტიკებდა ტრამპს და თავად გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის ლიდერი მისი დაკრძალვის ცერემონიაზე არ მისულიყო.
ამასთანავე, მაკკეინის დაკრძალვაზე მიწვეულნი არიან ყოფილი პრეზიდენტები: უმცროსი ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს მაკკეინის კონკურენტი იყო.
81 წლის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოლოს დაუსვეს.





