22 აგვისტო 2018, 18:01
პუტინი: რუსეთმა სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გააძლიეროს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებთან ახლოს მოიწევს და საპასუხოდ მოსკოვმა ინსფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს. განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ სოჭში, ფინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ავიაგამანადგურებლების ფრენის წესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს.





