BBC: „დემოკრატი“ კრის პაპასი პირველი ამერიკელი გეი სენატორი გახდა. გამარჯვების შემდეგ მან თავის მეუღლეს მადლობა გადაუხადა
მსოფლიო

კრის პაპასი
ფოტო: Getty Images
„დემოკრატი“ კრის პაპასი პირველი ამერიკელი გეი გახდა, რომელმაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და სენატში ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ მიტინგზე მან თავის მეუღლეს მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის პატივია მივიღო თქვენი ხმები, რათა ვიბრძოლო თქვენთვის და აშშ-ის სენატისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭს, რომელიც გვერდზე მიდგას, შესანიშნავ ქმარს, ვენს. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. დღეს საღამოს, მიუხედავად იმისა გავიმარჯვებდი თუ არა, მე უბედნიერესი ვარ, რადგან ვიქორწინე ადამიანზე, რომელიც მიყვარს“, - განაცხადა პაპასმა.
ცნობისთვის, 46 წლის პაპასი სენატორი ნიუ-ჰემპშირის შტატიდან გახდა. მან „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ სუნუნუ დაამარცხა.





