29 ივლისი 2018, 15:12
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მსოფლიო

შემთხვევის ადგილი
ფოტო: Twitter / @KhobirulFikri
გაზიარება
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაღუპულთაგან ერთი მალაიზიელი ტურისტია. დაშავებულთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ტურისტულ კუნძულ ლომბოკზე, ბალიდან 40-კილომეტრში იგრძნობოდა. დაიზანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობის ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.
პირველი მიწისძვრის შემდეგ სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.7 მეათედი მაგნიტუდის იყო.





