ტორონტოში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
მსოფლიო

ტორონტოში თავდასხმის ადგილი
ფოტო: Twitter
სამი დღის წინ კანადაში მომხდარ სროლაზე პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ დაჯგუფებამ განცხადება მოკავშირე სააგენტო „ამაქის“ დახმარებით გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში აღნიშნულია, რომ თავდამსხმელი ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი იყო.
ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლების მტკიცებით, თავდასხმა კანადის მოქალაქეებზე საერთაშორისო კოალიციური ძალების იერიშის საპასუხოდ განხორციელდა.
ტორონტოში თავდასხმა 24 ივლისს მოხდა, რასაც 3 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა 9 წლის ბავშვიც იყო. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 29 წლის ფაიზალ ჰუსეინია. მისი ნათესავების თქმით, ჰუსენი ფსიქიკური აშილობითა და დეპრესიით იტანჯებოდა.





