24 ივლისი 2018, 17:14
საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ციპრასის განცხადებით, ქვეყანა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს განიცდის.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ხანძრის დროს დაკარგული ორი ქართველიდან ერთს, მარინა მახარაშვილს მიაკვლიეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე მოქალაქეს კი ჯერ ისევ ეძებენ.
საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.





