ია შათირიშვილი
ტორონტოში თავდასხმის შემდეგ იარაღზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება
მსოფლიო

ფოტო: Twitter
კანადის ქალაქ ტორონტოს მმართველობა მომხდარი თავდასხმის საპასუხო ზომებს ამზადებს. ამის შესახებ National Post-ი წერს.
ტორონტოს მერმა გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც იარაღზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მერია კანონის მიღებას უახლოეს პერიოდში აპირებს.
გადაწვეტილების მიღების დაჩქარების მიზეზი ტორონტოს ცენტრში მომხდარი თავდასხმა გახდა, რასაც 3 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა 9 წლის ბავშვი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.
BBC-ის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 29 წლის ფაიზალ ჰუსეინია. მისი ნათესავების თქმით, ჰუსენი ფსიქიკური აშილობითა და დეპრესიით იტანჯებოდა.
მსგავსი შეიარაღებული თავდასხმები კანადაში ბევრად იშვიათია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ტორონტოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევები 2014-დან 2017 წლამდე გაორმაგდა - 177-დან 395 შემთხვევამდე.
24 აპრილს, ტორონტოში ვინმე ალეკ მინასიანი მიკროავტობუსით ტროტუარზე შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 15 - დაშავდა.





