07 მარტი 2017, 20:00
imedi
ჩრდილოეთ კორეამ მალაიზიის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
მსოფლიო

გაზიარება
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მალაიზიის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სააგენტო ავრცელებს.
მანამდე მალაიზიის ხელისუფლებამ ჩრილოეთ კორეის ელჩი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
რამდენ ხანს იმოქმედებს აკრძალვა, ჩრდ.კორეის ხელისუფლება ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. გამოძიების ინფორმაციით, კიმ ჩემ ნამის მკვლელები ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ბრძანებით მოქმედებდნენ.





