26 ივნისი 2018, 16:13
ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები დასახელდა
მსოფლიო
გაზიარება
ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნაა. ასეთი ბრიტანული ფონდის Thomson Reuters-ის სპეციალისტების დასკვნა. ინფორმაცის Euronews-ი ავრეცელებს.
ინდოეთში გაუპატიურების შესახებ ყოველდღიურად ასობით განცხადება რეგისტრირდება, თუმცა რამდენ მსხვერპლს ეშინია ამის გაცხადება, უცნობია.
ინოეთის შემდეგ ქალებისთვის საშიშ ქვეყნებად ის სახელმწიფოები დასახელდა, სადაც სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს. ესენია: ავღანეთი, სირია, სომალი.
მეხუთე ადგილს საუდის არაბეთი იკავებს, ათეულს კი აშშ ასრულებს.





