22 ივნისი 2018, 23:07
ერდოღანის მთავარი მეტოქის, მუჰარემ ინჯეს მხარდასაჭერად ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
თურქეთის ქალაქ იზმირში საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქის, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, მუჰარემ ინჯეს მხარდასაჭერად, ქუჩებში ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მიტინგში 2,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
ზოგიერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, ერდოღანი პირველ ტურში ხმების უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო.
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს არის დაგეგმილი.





