ინდოეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები გააუპატიურეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ინდოეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი 5 აქტივისტი ქალი, რომელიც ქუჩაში პერფომანს მართავდნენ, ჯგუფურად გააუპატიურეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ქალებს ჯერ იარაღით დაეუმქრნენ, შემდეგ ძალით ჩასვეს მანქანაში და "იზოლირებულ ადგილას" წაიყვანეს. ძალოვნები აცხადებენ, რომ საქმეს იძიებენ, თუმცა ამჟამად არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
აქტივისტი ქალები არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, რომელიც მიმართულია ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ.
ქალებზე და არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ინდოეთში განსაკუთრებული პრობლემაა.
21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს, სულ მცირე, 10 წლით გაუშვებენ ციხეში.





