6 წლის ინდოელი გოგოს ბოლო წუთები, სანამ გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ. ვიდეო
მსოფლიო

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში, ქალაქ გვალიორში 6 წლის გოგო გააუპატიურეს და მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
კადრები, თუ როგორც წაიყვანა ბიჭმა ბავშვი, ახლოს მდებარე შენობაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ გადაიღო.
ბავშვი ოჯახთან ერთად, ახლობლის ქორწილს ესწრებოდა. როგორც მშობლები ამბობენ, ღამით მას მოსწყურდა და წყლის დასალევად ადგა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა.
შემთხვევიდან ნახევარ საათში მშობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. ბავშვი გამთენიისას, გაუჩინარების ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ბუჩქებში მოკლული იპოვეს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიჰყვება თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგო ბიჭს, შემდეგ ის ჩერდება, უკან წასვლას აპირებს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მიჰყვება ეჭვმიტანილს. ამავე კამერამ დააფიქსირა, როგორ დაბრუნდა რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭი უკან, - ოღონდ ბავშვის გარეშე.
ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში მხოლოდ 2016 წელს 4 882 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მსხვერპლთა ნახევარი 18 წელზე ნაკლები წლოვანების იყო.
ბავშვის გაუპატიურბისა და მკვლელობის ყველაზე გახმაურებულ ამბად ბოლოს 7 წლის პაკისტანელი გოგოს, ზაინაბის ამბავი იქცა. მომხდარს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.





