27 მაისი 2018, 00:16
აშშ-ის სამ შტატს სუბტროპიკული შტორმი უახლოვდება
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ალაბამის, ფლორიდისა და მისისიპის შტატებს სუბტროპიკული შტორმი "ალბერტო" უახლოვდება. შტატებში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ფლორიდის შტატის გუბერნატორმა 67-ივე რეგიონისთვის დადგენილება (დეკლარაცია) აამოქმედა, მისისიპის გუბერნატორმა კი ეროვნულ გვარდიას მზადყოფნისკე მოუწოდა.
ალაბამის შტატში კი საგანგებო მგომარეობა კვირას, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათიდან ამოქმედდა.
შტორმი "ალბერტო" პირველ კატეგორიად არის შეფასებული.
საფრთხის წინაშე ასევე არიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.





