უკრაინაში РИА Новости-ს უკრაინული ბიუროს ვებგვერდი დაბლოკეს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
ოფიციალურმა კიევმა სანქციების სიაში სამი წლით ორი სააგენტო Россия сегодня და РИА Новости Украина შეიყვანა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რეგულაციის თანახმად, უკრაინაში სააგენტოების აქტივებიც დაიბლოკა.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადამიანის უფლებების და ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ევროპული ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.
15 მაისს, უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის საწინააღმდეგო საინფორმაციო საქმიანობაში ბრალდებით რუსული სააგენტოს, „რია-ნოვოსტის“ უკრაინული სამსახურის უფროსი, კირილ ვიშინსკი დააკავეს.





