01 მარტი 2017, 19:40
imedi
საფრანგეთში ბრიტანელ მძღოლს გზის სავალი ნაწილი აერია
მსოფლიო

გაზიარება
ბრიტანელ მძღოლს საფრანგეთში საავტომობილო გზის სამოძრაო მხარეები აერია, სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს დაიწყო მოძრაობა და მიკროავტობუსს დაეჯახა.
ინფორმაციას Connexion ავრცელებს.
ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 6 მცირეწლოვანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში მანქანები გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს გადაადგილდებიან.





