კატალონიის ჟენერალიტეტის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
მსოფლიო

ჟოაკიმ ტორა
ფოტო: Twitter
კატალონიის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელი ჟოაკიმ ტორა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ამის შესახებ cbc.ca წერს.
რეგიონული პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ტორამ ფიცი ოფიციალურად დადო. სიტყვით გამოსვლისას მან მადრიდთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა არც ესპანეთის კონსტიტუცია და არც მეფე ფილიპ მეექვსე არ უხსენებია.
ჟენერალიტეტმა ტორა 14 მაისს აირჩია.
შეგახსენებთ, რომ პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი კატალონიის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გადადგა რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა.
2017 წლის 21 დეკემბერს კატალონიაში ჩატარებული ვადამდელი რეგიონული არჩევნების შედეგებით კი 135-კაციან პარლამენტში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა 70 ადგილი მოიპოვეს.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 2017 წლის 27 ოქტომბერს დაუჭირა.





