კატალონიის პარლამენტმა მთავრობის ახალი ლიდერი აირჩია
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
სეპარატისტული მოძრაობის "ერთად კატალონიისთვის" ლიდერი კიმ ტორუ მეორე ტურის შედეგებით, კატალონიის პარლამენტმა თავმჯდომარედ დანიშნა. საკუთარ თავს ტორუ ჟენერალიტეტის დროებით ხელმძღვანელს უწოდებს, რადგან ნამდვილი ლიდერი, მისი თქმით, ახლაც კარლეს პუჩდემონია.
პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი კატალონიის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გადადგა რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა.
2017 წლის 21 დეკემბერს კატალონიაში ჩატარებული ვადამდელი რეგიონული არჩევნების შედეგებით კი 135-კაციან პარლამენტში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა 70 ადგილი მოიპოვეს.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 2017 წლის 27 ოქტომბერს დაუჭირა.





