პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა
მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი
ფოტო: Twitter
კარლეს პუჩდემონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. ამის შესახებ The Local-ი წერს.
ეს ნაბიჯი კატალონიის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გადადგა რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა. მიზეზად მის მიმართ წაყენებული ბრალდებები დაასახელა.
7-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პუჩდემონმა მისი რჩეული 55 წლის დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი კიმ ტორა დაასახელა. ის განათლებით იურისტია.
თუ 22 მაისამდე კატალონიის პარლამენტი მთავრობის თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, რეგიონში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.
22 იანვარს, კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 2017 წლის 27 ოქტომბერს დაუჭირა.





