09 მაისი 2018, 21:50
აშშ-მა რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის თავდაცვით სრუქტურებს სანქციები დაუწესა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
აშშ-მა რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის თავდაცვით სრუქტურებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დოკუმენტი აშშ-ის ფედერალური რეგისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეზღუდვები შეეხოთ აგრეთვე რამდენიმე ორგანიზაციას თურქეთში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სანქციები მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდება.
სანქციები სულ 28 სტრუქტურას დაუწესდა.





